შენ დუმხარ, მეც ვდუმვარ, სათქმელი ბევრია,
თითქოსდა ჩვენს ტუჩებს დახურეს სარქველი,
არადა რიტმები, რითმები ერთია,
სიტყვებში გაჩრილა ტოტები ძახველის.
რომ წითლად აანთოს ეს ჩვენი გულები,
ზეციდან ღრუბლები თეთრ ფიფქებს გვესვრიან,
შენც იცი, მეც ვიცი, მთავარი სათქმელი,
მიყვარხარ, გიყვარვარ, სხვა კი სულერთია.
No comments:
Post a Comment