მომნატრებია სიცოცხლესავით!
(ძველი რვეულიდან.)
1.მახსოვს,გვფარავდა ღამის ფარდა და
გარს ჭინკებივით ხტოდნენ ჩრდილები,
ვერვის ვამჩნევდით ერთურთის გარდა,
ამურის ისრით დაკოდილები.
2.და დახუნძლულნი ტკბილი კოცნებით,
თითით ვტუქსავდით სიოს,~ცქრიალას...
გულებს, პირამდე სავსეს ოცნებით,
ერთურთს ვახლიდით,როგორც ფიალას.
3.ამ დროს ერთია ქება და გმობა,
გულიც შეუცნობ სიამით ხარობს,
გონების ტახტზე დამჯდარი გრძნობა,
გულის თვალებით ხედავს სამყაროს.
4.გარდასულ დღეებს უხდება ქება,
მოგონებები მწვავენ მზესავით...
მე შენს კალთაზე თავის დადება,~
მომნატრებია სიცოცხლესავით!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თელავი. „ფხოური კოშკი.“(XX საუკუნე.)
No comments:
Post a Comment