Sunday, November 21, 2021

,ფუფალას" პატრონს /ექსპრომტად/ ავტ. გელა ციგროშვილი

 ,ფუფალას" პატრონს

/ექსპრომტად/
შემოგჩვევია სევდისა და ტკივილის
ფერი,
მაგ ნუკრის თვალებს ნეტავ ვისი
შერჩა ხატება?!.
ყოველ სიზმარში კვლავ იდუმალ
შიოლას ელი..
გათენდება და ოცნებებიც გაიფანტება..
ვინ იცის, შენებრ გული სტკივა
ამქვეყნად რამდენს..
ცდაში,ლოდინში ჩაუნავლდა
გრძნობები მწველი..
ოცნების პრინცთა ერთგულებით
ცოდვის არ ჩამდენს..
ყოვლისმპყრობელო,ნეტავ
რატომ არაფერს შველი..
ბევრს გვაძებნინებ, ,,ის" კი
ალბათ შორს არც წასულა,
რატომ გგონია, მარტოობა
იყოს ადვილი.?!.
უსიყვარულო წლები ქრება,-
ფუჭად გასულა..
უამრავს სტკივა ამოცლილი
ნეკნის ადგილი..
რაკი ვცოდე და მომიტევე,
კიდევ ვიტყოდი..
ღმერთო ძლიერო,ამდენ
გულებს რომ ატყვევებდი..
ვინმემ თუ იცის, იმ წუთებში
რასა ჰფიქრობდი..
შენსავ ქმნილებეს სამოთხიდან
რომ აძევებდი?!
.გელა ციგროშვილი

No comments:

Post a Comment