და ხელს მიშლიან, შენს გულში რომ შემოვაბიჯო,
გადარეულან ქარაფები, ლოდებს ისვრიან,
თითქოს ვიღაცა სპექტაკლსა დგამს ავს და უნიჭოს.
აღიმართება წინ კლდეები, ვაგდებ სავარცხელს,
ქვად იშლებიან, მერე ისევ წინ მიდგებიან,
თითქოსდა დედას ხელს უშლიან შვილის პოვნაში,
ჩრდილ-ურჩხულები ხან ჩნდებიან, ხანაც ქრებიან.
რა დააკავებს სიყვარულის ქარს და ქარიშხალს,
მისთვის რა არის ჟამთასვლა და დროის დინება,
ჩვენ ყველა დიად, მარადიულ სიყვარულს ვეტრფით,
თორემ უბრალო აღარცა ღირს ერთ შერკინებად..
No comments:
Post a Comment