შენ
ახლა ზღვაზე ხარ!
1.
შენ ახლა ზღვაზე ხარ, გაწვალებს ეგ სიო,
თმებში
რომ გიძვრება, თავზე რომ გევლება...
გონება
მკარნახობს, დაწერე ლექსიო:
ისეთი
ძარღვებს რომ დაუვლის ელვებად.
2.
შენს ნაცნობ ღრუბელთან მოკითხვის ბარათებს
გაატან
კამკამა და ფრთათეთრ თოლიას...
შესცურავ
ტალღებში, ზედ მზე რომ ანათებს
და
ჩამოირეცხავ მაგ მელანქოლიას.
3.
ვეღარ დავაღწიე მე ფიქრებს შესეულს,
მზე
ირგვლივ ჩახჩახას აგინთებს ნათურებს,
მარტოს
რომ გიხილავს, მოვა და შენს სხეულს, -
ეგ
ბებერი ფრანტი სხივს მოუფათურებს!
4.
მზეც მაეჭვიანებს, ტალღებიც და სიოც,
ეჭვამდის
კი კაცი ერთ გრძნობას მიყავხარ...
თუ
გიყვარს მაშინ აქვს ცხოვრებას ფასიო,
ასე
გამიგია და... ალბათ მიყვარხარ!
ელგუჯა ციგროშვილი
3. 07. 2016წ.
No comments:
Post a Comment