როცა ვიღვიძებ, პირველ რიგში შენს ლექსებს ვეძებ,
რომ მეძახიან, აფათურონ სულში ხელები,
შენ კი ლამაზად იღიმები, რა არის ბოლო...
ალბათ, ფიქრობ და სიგარეტის კვამლში ეხვევი.
გასცქერი ქუჩებს წასულებს და შინმომავალებს,
ქარს მიუკრია ფანჯარაზე ბოლო ფოთოლი,
შენ კი ოცნება თუთუნივით ქაღალდში გახვევს,
წერ, სიყვარულსაც მოუკვდესო მწე და მომგონი.
No comments:
Post a Comment