Tuesday, November 16, 2021

ჯინი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ჯინი!

1.საოცარია,შენ არასდროს არ
ჰგავდი არვის,
მხვდებოდი ხშირად, აღმოსავლურ
ლამაზ ზღაპარში,
სხვებს უშენებდი სასახლეებს,~
ბროლის და ქარვის,
თვითონ სცხოვრობდი ხან ბოთლში და
ხანაც ლამპარში.
2.პატრონებს შენსას,შესცქეროდი
ყოველთვის თვალში,
მეცხვარის ძაღლის მორჩილებით
და ერთგულებით...
არ დარჩენილხარ არასოდეს
იმათთან ვალში,
არც მათი ნატვრა დაგრჩენია
აუსრულები.
3.შენ გერგო მუდამ შესრულება
ვიღაცის ნების,
სულ მიკვირდა,რომ კმაყოფილი
იყავი იმით...
და საზღაურად,დროებითი
თავისუფლების,
მთებს გადადგამდი,ან უდაბნოს
მორწყავდი წვიმით.
4.ამოგიშვებდნენ ჭურჭლიდან და
გაშლილი მხრებით,
მზესაც ჰფარავდი, ეცემოდი
მიწას ჩრდილებად...
თუმც ჩია ბატონს,მოწიწებით
და მორჩილებით,
შესწრიპინებდი: „ჯ ი ნ ი გისმენს,~
გემორჩილება?!“
5.შენს საქციელზე არასოდეს
დამცდება ქება,
სხეულს დაფარავს, სულს ვერ ფარავს
ჭრელი ფარჩები...
და რომც გიბოძონ, შენ არც გინდა
თავისუფლება:
შენ მ ო ნ ა იყავ, მ ო ნ ა ხარ და ...
მ ო ნ ა დ დარჩები!!!
ელგუჯა ციგროშვილი.
თბილისი.15.11.2017 წელი.

No comments:

Post a Comment