Saturday, November 13, 2021

 შენ ისევ მიწვევ სიტყვის დუელში 

და, ვხედავ, ტყვიას ტყვიაში აჯენ,

ამ ფორიაქში, ქარში, ფანტელში 

მგონია ქუჩას ვეღარც კი ვაგნებ.

სად მელოდები, აღარც კი ვიცი,

იქნებ მზესთან ან იქნებ მთვარესთან

და ხეტიალი შეყვარებულთა

იქნებ დამთავრდეს ყულმუხ ღამესთან,

რომ ერთმანეთი თითებით ვიცნოთ,

სულის უპეში ენთოს სანთელი

და ჩვენ ვიქნებით ერთად და ერთნი

ჩრდილების დიად სიმდუმარეში.





No comments:

Post a Comment