ღმერთო, იდიდე, იდიდე!
სიტყვებს
ყოველთვის არ ძალუძს
განსაზღვროს
ვნების სიდიდე,
რა
გრძნობით ამაბრიალე,
რა
ცეცხლი შამამიკიდე.
ვერვინ
მასწავლა წამალი, -
ვერც
აფთიაქში ვიყიდე,
ხელაპყრობილი
ვჩურჩულებ:
"ღმერთო
იდიდე, იდიდე!"
გადმოდგნენ
ანგელოზები,
სულ
გაანათეს ცის კიდე...
უფალიც
წყალობას მამცემს,
არ
მინდა მე სხვა სიმდიდრე!
No comments:
Post a Comment