Sunday, November 14, 2021

საამოდ ვტკბები ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 დაგელოდები!

1.მე მიხარია,როგორც ერთხელ,
ადრე,წარსულში,
როდესაც ზღაპრის გმირებივით
გავცვალეთ თმები...
ისევ ჩამოთბა ნაწანწალებ,
გათოშილ სულში
და იმ წარსულის მოგონებით
საამოდ ვტკბები.💝
2.არწივის ჟინმა გაიღვიძა
ჩამოყრილ ფრთებში
და გული ისევ ძველებურად,~
სივრცეში იწევს...
ჩემი ყივილი მსურს ისმოდეს
ამ ზვიად მთებში,
ხევებში შიშით ფერმიხდილი
ნისლები იწვეს.💖
3.მინდა საჩვენოდ დატრიალდეს
ბედ~იღბლის ჯარა,
ჩვენზე ღიმილით ჭორაობდნენ
წყლის პირს ლოდები...
ჩემს იალაღზე გამორეკე
ოცნების ფარა,
მე კი...ნაგაზის ერთგულებით
დ ა გ ე ლ ო დ ე ბ ი !💞
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 02.02.2016 წელი.

No comments:

Post a Comment