მე მხოლოდ სიზმრად შემიძლია შენთან მოვიდე,
გიჟური ვნებით გათანგული დავწვა სხეული,
შემოგეხვიო და გაკოცო ჩემს ნაზ ოდისევსს,
ვიცი, რომ მე ვარ შენი არფა, შენი რჩეული.
ჩემს მოლოდინში შეგსევია შავი ჩრდილები,
უმთავარო ღამეს ჭადრების ქვეშ ზეარეული,
მე კი მზე ვარ და არასოდეს არ ვიჩრდილები
და მეშინია, რომ არ დავწვა შენი სხეული.
No comments:
Post a Comment