წაგიყვან მთაში!
(ფშაურ კილოზე.)
1.თუ ამაყი ვარ, ჩემო
მზექალ,
მე ვარ შენგანა,
გულის თვალებით რომ მანახე
მთელი ქვეყანა.
2.მეძახონ ხარბი,თუ ეს გული
დაგითავისებს,
ერთად შევხვდებით ზამთარ-ზაფხულს,
დაის-აისებს.
3.წაგიყვან მთაში, რძისფერ ნისლებს
შეგასმევ თასით,
ამნაირ განცდას ვერ იყიდი,
ვერა-რა ფასით.
4.შემომეჭდობა ყელ-კისერზე
შენი ხელები, -
ულამაზესი მთის ყვაილთა
ღ ა რ ა დ ე ლ ე ბ ი !
5.ეფინებოდეს არე-მარეს
ყვაილთ სურნელი...
ტკბილად მტკიოდეს შენი ნდომა -
გ ა ნ უ კ უ რ ნ ე ლ ი !
6.დილის ნამივით მოვხვრეპ კოცნებს
შენი ბაგიდან,
მერე... ინატრე, შეგისრულებ, -
მითხარ, რა გინდა?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 10.03.2015 წელი.
No comments:
Post a Comment