Sunday, November 7, 2021

მინიმები

 განა ვინმეს ვუყვარვარ, ან მე მიყვარს?

მირაჟია, მირაჟია საწუთროც,
სიყვარული თამაშია, მე მგონი,
და ღმერთს შევთხოვ,
ერთი ტყვია მარგუნოს.
--------------------
შენ შემოდგომად ისე მოხვედი,
ისე დახუნძლე მკერდი მძივებით,
ბროწეულების დარად დამმარცვლე,
ვნებებში ვცურავ და ვიძირები.
-----------------------
თუ კი გიყვარვარ, დაე, გიყვარდე,
დაე, გიყვარდე ტკივილებამდე,
ასეთ სიყვარულს როცა გამოცდი,
ვერ დაგამარცხებს მერე ვერავინ!
-------------------------------
აღარც არაფერი მიხარია,
არც და აღარაფრის თავი არ მაქვს,
ვეღარ შევერიე მზეკაბანსაც,
ეტყობა, ნაადრევად დამიღამდა.

No comments:

Post a Comment