ახლა მგონი თეთრი ალბატროსი ვარ
და ვეშვები ზეციდან თეთრ ნაპირზე,
ზღვამ ტალღები ნაზად ააშრიალა,
ოქროს თევზი გახდა ჩემი სამიზნე.
თევზო, თევზო, ნუთუ არ გეშინია,
მოგიტაცებ, მაღლა ცაში წაგიღებ,
განა შეგჭამ, დარდიანს და ფიქრიანს ,
ჩემს ცისფერ ცას, ღრუბლებს გაგინაწილებ.
როცა ნახავ, ზეცა რა ლამაზია,
არ ინდომებ ზღვის ფსკერსა და ნაპირებს,
მაგრამ ვგრძნობ, რომ, მაინც შენი ზღვა გიყვარს,
მიტოვებას არასდროს დააპირებ.
No comments:
Post a Comment