მივყვები ქუჩებს, გადაცრეცილებს,
შენი თმის ფერი მოსავთ
და სულში სევდად ამოჭერილებს
კვანძებს ვეღარ ვხსნი როცა,
შევხედავ ზეცას, იქნებ და მითხრას,
გზა მომასწავლოს შენკენ,
თორემ ქურდივით ლაგამომობულ
მგონია სხვის ცხენს ვეძებ.
დრო გადის, ნამუსრს მახვედრებს ცხვირწინ,
ვერ ავუდივარ დაგვას,
ხაბდახან ოქროს და შინდის ფოთლებს,
მკერდზე მძივებად მაბავს,
და თუ კი მალე მოვა უშენოდ
ერთი ახალი წელი,
იქნებდა უფალს შევხედო ისევ,
მან შემაშველოს ხელი,
იმან ხომ იცის, რასაც განვიცდი,
ნიადაგ შენ რომ გნატრობ,
ვიცი, არ მკითხავს ის მე არაფერს,
მე ვკითხავ მხოლოდ: რატომ?
და გადმომაყრის ციდან ფანტელებს,
შენც მათთან ერთად მოხვალ,
ვიდგებით ცის ქვეშ მხოლოდ ჩვენ ორნი,
მე და შენ, შენ და თოვა.
No comments:
Post a Comment