Friday, November 5, 2021

ასე თუ გინდა ჩემი ნახვა (სატრფიალო)

ვიცი, უზომოდ გენატრები, 
ვიცი, შენს სიტყვებს დარდი ახლავს,
განა, შემოდგომამ ქარვისფერმა,
სევდა გულიდან  არ გაგიქარვა?!
ჩემს სურნელს ქარივით ტანზე იხვევ,
ღიმილებს სხვა ქალებს უნაწილებ,
ასე თუ გინდა ჩემი ნახვა,
მოდი და სახლამდე გამაცილე.

No comments:

Post a Comment