თითქოს შემოდგომად დამებედე,
გინდა ოქროსფერში გამახვიო,
სულში ყვავილებად ჩამეწვეთე,
ზურგში დამიბერა ვნების სიომ,
ეს შენ ჩამჩურჩულებ "მიყვარხარო",
ეს შენ გამიტაცე თეთრი რაშით,
თითქოს ფეხშეწყობილ ჰანგებს ვუსმენ,
ჩემთვის დღეს და ღამეს აფერადებ,
გინდა მდუმარება, თუნდაც დუმდე,
გულზე მაინც რჩება ნაკაწრები,
ეს შენ მომიგზავნე ვნების სიო,
მკოცნოს და მეფეროს გატაცებით.
No comments:
Post a Comment