ჩამოიშლება ხანდახან ფიქრად
და ნაპირ-ნაპირ ბილიკებს მოსდევს,
ჩემი ოცნების პატარა დილა,
იმ ერთხელ ბაღში როცა გაკოცე.
და იმის მერე პეპლიან კაბას
საწოლთან ახლოს ვიკიდებ მცველად,
სხვას რომ ჰგონია, ბევრი რამ ისე,
ძვალი არა აქვს, ხომ იცი ენას.
და ერთი ვარდი, თუ ერთი სიტყვა,
ერთი კოცნა თუ ერთი წადილი,
ჩემთვის უმწიკვლო შენს სახედ იქცა,
რომ არ ეცლება ფერუმარილი.
No comments:
Post a Comment