წვიმამ წაიღო, თოვლმა წაიღო,
ქარმა წაიღო ზეცა,
მხოლოდ შენს თვალში დარჩა ცისფერი,
ზეცას პერანგად ეცვა.
ამოუხსნელი დამრჩა ჟამთასვლის
ყველა წუთი და წამი,
მხოლოდ შენ ერთი, მხოლოდ შენ ერთი,
გულში უცვლელად დარჩი,
მიაქვს თვალები დასალიერში,
შუქი ოდნავღა აღწევს
და სულ იმ ერთი სხივის იმედად
ამქვეყნად იქნებ დავრჩე.
No comments:
Post a Comment