შენი სული სუფთა არის ალმასივით,
კრისტალია, მბზინავი და ხალასი,
და როგორც ბავშვს, დიდ ბავშვს, ისე გეფერები,
თავს მაინც ვერ შეგაყვარებ ძალათი.
შენ მიყვარხარ და მეორე შენნაირი,
ქვეყანაზე მე აღარ მეგულება,
მოდი მალე, მომაწებე ტუჩი ტუჩზე,
მოდი, რომ გამომიკეთდეს გუნება.
თუ გიყვარვარ, რად არ მიშლი ფიანდაზს,
ზედ ვიფრინო, როგორც ნორჩმა პეპელამ,
სიყვარულის ფრთები ლაღად გავშალო,
დავემსგავსო თვალჟუჟუნა სეფექალს.
შემოგივლი გალობით და ჭიკჭიკით,
"მიყვარხარო", გეტყვი ასჯერ, ათასჯერ
და მონუსხულს ჩემი ჯადო-თილისმით
ზეცაში სულ ღრუბელ-ღრუბელ გატარებ.
No comments:
Post a Comment