მიკვირს თუ როგორ გაგიბედე მეთქვა "მიყვარხარ",
ახლა რატომღაც დამშორდი და კიდევ მშორდები,
ნეტავ, შემასვან დავიწყების ერთი ფიალა,
რომ ჩამომეხსნას სიყვარულის მძიმე ლოდები.
-----------------------
ახსნილან ცაზე ლურჯი ღრუბლები
და თითქოს რაშებს მიაჭენებენ,
საოცრებანი ასე ულევი,
შენს ლამაზ თვალებს გამახსენებენ.
----------------------------
სალუქად წვება ნისლი მწვერვალზე,
ბნელდება არე, თითქოს ღამეა,
და მხოლოდ ქარი მატრაბაზივით
უბერავს, მაინც გულს უხარია.
----------------------------
ულმობელი და სასტიკი წუთი,
როგორც საათის ისარი მოდის,
ვერ დაემალვის მას ვერა კაცი
და აზრიც მგონი არა აქვს ლოდინს.
No comments:
Post a Comment