Saturday, November 6, 2021

ბატონო! (სატრფიალო)


ბატონო!
ეჰ, რამდენი უნდა მქონდეს, ნეტავ, სულის ღაღადი,
ბატონივით ჩემს ნაზ მკერდში, გულში რომ მოკალათდი,
იადონიც შენ ხარ ჩემი, ჩემი "საიადონოც",
თვალში თუ კი ჩამივარდი, ხელს არ გახლებ, ბატონო.
იქ დაგტოვებ, დაე, თვალით ვეღარაფერს ვხედავდე,
ეს გული კი ნაისრალი შენს სიყვარულს ბედავდეს,
შენ ხარ ჩემი გადამრჩენიც, ჩემი "საიადონოც",
ერთხელ ღამით მაინც მოდი, მებატონე ბატონო!
მაია დიაკონიძე
11. 06. 2021წელი

No comments:

Post a Comment