Saturday, November 6, 2021

იქნებ არც ვღირვარ!

 იქნებ არ ვღირვარ მე შენს ფიქრადაც,

მაგრამ მაინც რომ გიყვარვარ, მნატრობ,
ალბათ, ღამემაც ისე ინათა,
დღეა თუ ბნელი ვეღარც კი ატყობ.
შენს გულის ძგერას აქა ვგრძნობ, შორს ხარ,
ვიცი, იქიდან ყვავილებს მიძღვნი,
კოცნას სიზმარში მაინც გაჩუქებ,
გაგეხარდება, უთუოდ, ვიცი.



No comments:

Post a Comment