არ გიყვარვარ და რას ვიზამთ, ეგ არც შენი ბრალია,
სიტყვა ვერ ვთქვი, ალბათ, სწორად, გამიგრძელდა ძალიან,
შემოვიხვევ ტანზე ღამეს, მას ვატარებ ლაბადად,
ეს უტეხი ქარიშხალი თავს ტოტივით დამატყდა.
ზღვას მინდა რომ მივცე თავი, ქაფქაფა წყალს რიონის,
აღარა ვარ დღეს მაჟორში, დავიძლიე მინორით,
ვენებში რომ სისხლი მქონდა, დაიწრიტა, გამოშრა,
ღმერთმა ისევ გამიმეტა და მომიწყო გამოცდა.
არა ზღვას თავს მე
ვერ მივცემ,
მეშინია, არ ვხუმრობ,
გული რომ შემიღონდება,
იქნებ ცრემლი
მაპკურო.))))
No comments:
Post a Comment