ახლა მიკვირს, თქმაც კი როგორ გაგიბედე,
"მიყვარხარო", როგორ წამცდა ენიდან,
მაგრამ მგონი უშენობით უკვე ვკვდები,
ცრემლი რომ მდის თვალებიდან, მე მინდა?!
ალბათ, ღმერთმა თუ დამსაჯა ცოდვებისთვის,
შენი თვალით დამანახა სამყარო
და ერთ რამეს ვევედრები ახლა უფალს,
ჩემი თავი შენც ასე შეგაყვაროს.
No comments:
Post a Comment