Friday, November 12, 2021

სამოსელი ხარ ჩემი სულის (სატრფიალო)

სამოსელი ხარ ჩემი სულის, მას ალამაზებ.

ჩემს გულში ისე გაიფურჩქნე, როგორც ყვავილი,

იქნებ შენ არა, მე ძალიან დავიგვიანე,

ალბათ დროზე ვერ მოვიცილე ფერუმარილი.

რომ დაგენახე, მიმხვდარიყავ, ეს მე ვიყავი, 

შენი ტრფიალი, შენი ბედი, შენი საბედო,

ვეღარ ვიშუშებ უშენობის წყეულ იარებს,

სულში რომ სისხლის ნაწვეთებად, ლაქად დამეტყო. 


No comments:

Post a Comment