Friday, November 12, 2021

ხომ მოხვალ?, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ხომ მოხვალ ?

1 . დღეები უშენოდ
გადიან და ...
ვერ ვნახე მე
მყუდრო სამლოცველო ,
ეს გულიც სულ
დამიდარდიანდა ,
ხომ მოხვალ , ~ გულს
დარდის გადამყრელო ?
2 . ნეტავ დ რ ო
უ კ უ ღ მ ა დააბრუნა ,
ის გზები თავიდან
გაგვატარა ...
როგორ გიხდებოდა
ჩემზე ზრუნვა ,
რა დიდი იყავ და ...
რა პატარა .
3 . უკვე ამერია
ანგარიში ,
ვატყობ , განახევრდა
ს უ ლ შ ი ძალა ...
მერე აღარა შველს
ვაი ~ ვიში ,
თუ კაცმა გ ზ ა სწორად
ვერ გ ა კ ვ ა ლ ა .
4 . წაუკითხავ წ ი გ ნ ს ჰგავს
ის დ ღ ე ე ბ ი ,
ბ ე დ მ ა უჩვენოდ რომ
გ ა დ ა შ ა ლ ა ...
მე ისევ ჯიუტად
გელოდები ,
სადა ხარ ,
ჩემო ლამაზთვალა ? !
5 . დღეები უ შ ე ნ ო დ
გადიან და ...
ვერ ვნახე მე
მყუდრო სამლოცველო ,
ეს გ უ ლ ი ც სულ
დამიდარდიანდა ,
ხომ მოხვალ , ~ გულს
დარდის გადამყრელო ?
P.S. ხომ მ ო ხ ვ ა ლ ? !
მ ო ხ ვ ა ლ ! მ ო ხ ვ ა ლ !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ თესალონიკი .

No comments:

Post a Comment