შორსა ხარ ჩემგან!
1.შორსა ხარ ჩემგან...და
ამავ დროს, ძალიან ახლოს,
ჩემთვის ძვირფასი, სხვისთვის
ჰღირდე იქნებ აბაზი...
ამ ჩემს ალალ გულს,~
შენს სამყოფელს და სამოსახლოს,
ვიცავ ისეთი ერთგულებით,
როგორც ნაგაზი.
2. ის ადგილი ხარ,
სად დაირწა ჩემი აკვანი,
არ დამიღონდე, მხოლოდ ამის
თან დამდევს შიში,
გეთაყვანები, როგორც ჩემი
მამა~პაპანი,
მეც იმ 300~ს მოდგმისა მაქვს
გენი და ჯიში.
3.მინდა, რომ ახლაც წინ გვიძღოდეს
ბრძენი ერეკლე...
ჩვენც მასთან ერთად თანადგომით
გავიტანთ ლელოს,
ფეხბედნიერი მოდიოდეს
ახალ წელს მეკვლე,~
ბედნიერ ხვალეს ულოცავდეს
ჩვენს საქართველოს!
P.S. შორსა ხარ ჩემგან...და
ამავ დროს, ძალიან ახლოს!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 16.09.2019 წელი.
No comments:
Post a Comment