ხელი ჩამჭიდე, არ დაგებნე მდელოზე მძივად,
არ გავხდე ველზე შენგან საკრეფი,
მინდა რომ მუდამ მატარო თბილად,
გამოხვეული შენს ყელსახვევში.
ან ჩაგიცურდე ხელთათმანებში,
გამთანგოს შენი ხელების სითბომ,
ან გავხდე შენი ვნების ბალიში,
ჩემი რითმი და პულსი რომ იგრძნო.
No comments:
Post a Comment