Monday, November 8, 2021

ვუამბობ არაგვს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ვუამბობ არაგვს!

1. შენზე ფიქრებით
ვიღვიძებ დილით,
ოცნებით ვხატავ
თვალებს მზიანებს...
რა ვქნა, ჩემს გარდა,
შენთან გავლილი,~
შენი ჩრდილიც კი
მაღიზიანებს!
2. შენს გვერდით მოვდევ
ოცნების გზებით,
პარალელებს და
მერიდიანებს,
თან საკუთარ თავს
ვტუქსავ, ვუწყრები,
რომ შენი პოვნა
დ ა ვ ა გ ვ ი ა ნ ე !
3.ამ ყოველივეს
სახელიც არ აქვს,
ეს იდეალიც
მითიურს მიჰგავს...
მე წავალ ფშავში,
ვუამბობ არაგვს და...
ის ამიხსნის
ცხოვრების იგავს!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 15.02.2015 წელი.

No comments:

Post a Comment