ისე აშენდა ეს ტაძრები, ისე დაინგრა!
როგორი ხვატი დამდგომია სულში უშენოდ,
რით ვუსაშველო სიცხისაგან გატრუსულ ველებს,
მე გეძახოდი, ყოველ ღამე, მოდიო ჩემთან,
და სასოებით მხოლოდ შენკენ ვიწვდიდი ხელებს.
ისე აშენდა ეს ტაძრები, ისე დაინგრა,
მეგონა ცამდე ავიდოდა ჩვენი ძახილი,
შენ ხარ-ირემი იყავი და მე შენი ფური,
დათითოვებას არ დასჭირდა ბევრი სამხილი.
მოგონებების ლაბირინთში ისევე მიწვევ,
და სველ ღრუბლებში ვხედავ ვდგავარ ისევ უწყალოდ,
მხოლოდ ქარი თუ გამიტაცებს, მიმაკრავს კლდის თხემს,
შენგან განწირულს უსაშველოდ და უმოწყალოდ.
------------------
უდაბნოს ხვატი ჩამიბუდდა
უშენოდ სულში,
წვიმით გაჟღენთილ ღრუბელივით
მოგელი მხსნელად,
მოდი, რომ ისევ
დამაბრუნო
ლამაზ წარსულში,
ვარსკვლავიან ცას
შემახედე,
ისე, ვით ძველად!
No comments:
Post a Comment