Tuesday, November 2, 2021

ეს მერამდენედ გითხარ "მიყვარხარ" (სატრფიალო)

 ეს მერამდენედ გითხარ_ მიყვარხარ,

ვერ ავუდივარ მაცდურ ქარიზმებს,
სითავხედისთვის შენც ადექი და
ლამაზი კოცნით დამაჯარიმე...
და ასე ბარი-ბარში ვიქნებით,
აღარ მექნება შენი ვალი მე...
თუ უარს მეტყვი, უბრად ჩამივლი,
მართლა ვაიმე....

ზოგს გინდ უთხარი მიყვარხარ,
გინდ მწვანე მოლი დაუგე,
მაინც არაფრად ჩაგაგდებს,
და გეტყვით, მართლა ვაიმე.

No comments:

Post a Comment