Tuesday, November 2, 2021

ნეტავ, ასეთი რა ღვინო გასვი

 ნეტავ, ასეთი რა ღვინო გასვი,

ჩემი ტუჩიდან, ვიცი, იგემე,
რომ ღამეული მირაჟებიდან
ჩემს გულში ვენად გადაიხერგე.
ვიცი, ეგ ლექსიც ტკივილიანი,
ჩემი სიტყვების ანარეკლია,
და უბედობის, თუ ბედის გამო,
ერთად ყოფნა ჩვენ არ გვიწერია.
გრძნობების პათოსს ავყვებით ტანგოდ,
როგორც ფოთლები, ვიცეკვებთ ქარში,
და ბოკალებში ჩამსხვრეულ ვნებას
ღამე მტვერივით თვალებში გვაყრის.

No comments:

Post a Comment