დიდი
ხანია, არ გწვევივარ სიზმარში, ჩემო,
რომ
დამეკოცნე თავით ფეხამდე,
დღეს
ფრთებს შევისხავ და თეთრ ღრუბლებს ავედევნები,
შუაღამემდე შენთან მოვიდე.
სარკმელს
გავაღებ, მოვფრინდები, როგორც ქიმერა,
ჩემს
გულის სითბოს გაგინაწილებ,
ვარდის
ფურცლებად დაგებნევი ლამაზ ტუჩებზე,
წავალ,
კოცნას თუ შენ დააპირებ.
ჩემი
ჯერია, შენ გაჩუქო მე სიყვარული,
შენ
მხოლოდ უხმოდ, მშვიდად მომენდე,
რომ
შეგიტოკდეს ყველა ნერვი, ყველა უჯრედი,
სიამოვნებით
ცაში ახვიდე.
No comments:
Post a Comment