Monday, November 1, 2021

ეჰ, რა ხანია, სიყვარულზე საუბრის დროა (სატრფიალო)

ეჰ, რა ხანია, სიყვარულზე საუბრის დროა,
გარეთ ქარია და სიცივე მატანს ფილტვებში,
სულმა რომ სული შეიფაროს და ენდოს როცა,
მეც შემოდგომის ოქროსფერში შენთვის ვირთვები.
მინდა, რიმ დიდხანს, უფრო დიდხანს გიყურო თვალში,
იქ ხომ საოცარ, მოციმციმე ვარსკვლავებს ვხედავ,
სულ რომ ანათებს და გიბრწყინავს ხორშაკშიც, დარშიც
და ცოტა ურცხვად შემოხედვას სულ რომ  ვერ ბედავს.
დღეს, საყვარელო, სიყვარულზე საუბრის დროა,
მოგეფერები, როგორც ქარი, აგიშლი ფიქრებს
და ნუღარ დუმხარ, ეს სამყარო შრიალებს როცა,
მეც ნაზი ვნებით აგიცეკვებ ტუჩებზე თითებს.

No comments:

Post a Comment