Monday, November 1, 2021

ჩანახატი (სატრფიალო)

 მინდა ხვალ თან ატარო 

ჩემი პომადით მოთხუპნული 

ტუჩების გემო, კისერზე კი 

სილურჯეები გეტყობოდეს 

ჩემი ვნებიანი კოცნებისგან,

მინდა, სიგიჟემდე შემიყვარო

და არასოდეს დაგავიწყდე,

მაშინაც კი როცა, სხვა რამეზე ფიქრობ,

ჟრუანტელი გივლიდეს ყველა ჩემს გახსენებაზე

და შენ ჩემში იყო და მე შენში,

როგორც ცა და დედამიწა, 

როგორც ნათელი და ბნელი, 

როგორც მზე და მთვარე,

ვავსებდეთ ერთმანეთს.

და არ ვარსებობდეთ

 ერთმანეთის გარეშე.



No comments:

Post a Comment