მიყვარს ადამიანები, რომლებიც პირუთვნელები არიან, არ აქვთ შური, ბოროტება სხვების მიმართ, პატივს სცემენ სხვის ნიჭს, ცდილობენ აღმოაჩინონ ესეთები და შეძლებისდაგვარად წარმოაჩინონ კიდეც, ამით ხელი შეუწყონ ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის განვითარებას საქართველოში. ცოტნე დადიანის გმირობა რომ დაინახა, ის მონღოლიც ვაჟკაცი იყო, ადამიანმა მტრის დაფასებაც უნდა იცოდეს, არამცთუ მოყვრის. იშვიათად მინახავს დღეს საქართველოში ასეთი ადამიანები, ყველა თავისი თავის პიარით არის დაკავებული და თავის თავზეა შეყვარებული ან ხოტბას ასხამენ იმათ, ვინც გამოადგებათ რამე საქმეში ან უკვე აღიარებულია. მაგრამ საბედნიეროდ, ისეთებიც გვყვანან, ვისთვისაც პირველ ადგილზე საქმეა და არა პირადი. ასეთია ჩვენი @ თამარ შაიშმელაშვილი, ჟურნალ "ანეულის" რედაქტორი, კვირა. გე-ს ჟურნალისტი, მისი მოღვაწეობის ყველა სფეროს ვერ ჩამოთვლი, იმდენია. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ღმერთმა მისცეს ენერგია, რომ თავის მრავალფეროვან მოღვაწეობას წარმატებით გაუძღვეს. აი, მისი ლექსიც
"ვარძია"ამ სიყვარულზე ლექსად გიამბობ,
მტკივა მესხეთი - თეთრი იაბო...
ჩაკირულია ცრემლში ფარ-შუბი,
აღარც ხმალი მაქვს ცისკრის ნაშუქი...
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია,
დრომ ქარიშხლებზე დიდხანს არწია...
აქ გადარჩება ნატვრა ფრთამალი,
მარადიული რწმენა თამარის...
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია,
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია...
ბევრი გკაფეს და ბევრიც გაწამეს,
კვლავ ლაჟვარდებად წნავდი ამ ცა-ველს
ეს სიცოცხლეა სიზმრის ნაწილი,
ეს ვედრებაა ასგზის ნაწვიმი...
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია,
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია...
ჩამოგიქროლებს ქარი შეშლილი,
მხარგაჩეხილი მაინც შემშლიდი...
შენს ახოებში დავცემდი ბანაკს,
შენი სადარი ქვეყნად ვინა მყავს?
შენი სიცოცხლე მზის მტევანია,
რად ნატირალ ხარ, დედა მარიამ!
ხარ მარგალიტი თოვლის დარები
და მონატრება თვალ-უკარები...
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია,
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია...
ბევრი გკაფეს და ბევრიც გაწამეს,
კვლავ ლაჟვარდებად წნავდი ამ ცა-ველს
ეს სიცოცხლეა სიზმრის ნაწილი,
ეს ვედრებაა ასგზის ნაწვიმი...
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია,
ყაყაჩოსავით ფეთქავს ვარძია...
აქ გადარჩება ნატვრა ფრთამალი -
მარადიული რწმენა თამარის!
No comments:
Post a Comment