Wednesday, November 10, 2021

ვიცი, რომ მელი (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

ვიცი, რომ მელი, რომ გაგიდნო გულში ფანტელი,
ზამთარმა ერთხელ შემოყარა, მას მერე დარჩა,
ჩემს გულში ისე იალე და ისე გათენდი,
მოგიტან სითბოს, მოგახურებ ვნებების ფარჩას,
რომ შენი გული ასე სათნო, ასე კეთილი,
ყვავილებით და ფერადებით პირთამდე სავსე,
ავახმაურო, როგორც თერგი, როგორც არაგვი,
მერე კი მზიანს შეგეფარო და შენთან დავრჩე.



No comments:

Post a Comment