Tuesday, November 9, 2021

მიყვარხარ, ჩემო (სატრფიალო)

 მიყვარხარ, ჩემო, ვერაფერი შეცვლის ამ გრძნობას,

ისე ხარ უკვე ყველა ნერვში, ყველა უჯრედში,

მე უშენობის განვიცადე თოვლი და თოვა,

და  ვერა ვპოვე მე შენს გარდა ვერსად ნუგეში.

მოდი, დამლაშქრე, როგორც ქარი დაამტვრებს ტოტებს,

მეც დამიარე, სიყვარული ისე მწყურია

და შენც ვერ ნახო ვეღარასდროს ვერსად ნუგეში,

ეს სიყვარული ღვთისკენ ერთი საფეხურია.

 

No comments:

Post a Comment