Saturday, October 9, 2021

იმასაც ვხედავ! (სატრფიალო)

იმასაც  ვხედავ, როგორ ვივსები, 
გიშრის თვალებით როცა მიყურებ,
დაიწურება თითქოს ყურძენი
და ეწვეთება ტკბილად თბილ ტუჩებს.
(დაეწვეთება ტუჩის ღიობებს).
მიდი-მოდიან ცივი ქარები,
სახლის კარამდე მიმაცილებენ, 
თითქოს მეხება შენი თითები,
ყველა განსაცდელს ამაცილებენ.
ვიცი, გიყვარვარ და თქმა არ ძალგიძს,
ვიცი, გიყვარვარ და დგახარ შორად,
და ერთხელ როცა გვერდზე ჩაგივლი,
გულში ჩამიკრა, იმ გრძნობით მოხვალ.

 

No comments:

Post a Comment