მკერდზე ისე მოგეხვიე, ბიჭო,
დავმწიფდი და გაგასინჯე წვენიც
ჩემი ქარვად დამკრახული მტევნის,
სიტკბოებად დავიღვარე შენთვის,
ახლა ღვინო ჩემს სახსოვრად შესვი.
გამოძახილი ჩემი ლექსის:
შემოდგომური .
1 . მსურს სასრული დავუყენოთ ლოდინს ,
რადგან ვიცი უსასრულოდ მელი ...
ხმა ჩამესმის , დამწურაო როდის ?
სავსეაო შენი საწნახელი !
2 . ჩემს ხმას მოჰყევ , არ უსმინო ქადაგს ,
მოლოდინში მეც ვაზივით ვტირი ,
დამწურე და გასმევ ისეთ ბადაგს ,
სხვას არასდროს დააკარო პირი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
2 . 10 . 2021 წელი .
No comments:
Post a Comment