და ბევრჯერ მინდა!
სხვისი მიწა ვერ გავითავისე,
ფიქრი არ სწყდება მშობლიურ არეს...
და ბევრჯერ მინდა ყმუილი ისე,~
როგორაც მგელი შეჰყმუის მთვარეს!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.07.10.2017 წელი.
მიტომ გვაშინებს.
მუდამ ვფიქრობთ, რომ ვიღაც დაგვცინებს,
გული კრთის,როგორც მხდალი ფინია...
და მარტოობაც მიტომ გვაშინებს,
ფიქრთან დარჩენის რომ გვეშინია.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 02.09.2016 წელი.
No comments:
Post a Comment