საკვირველია
ბედის დინება,
ამოუცნობი
და თვალწარმტაცი,
ხან
ვნების ქარებს შეერკინება,
ხან
დაისს ეტრფის ლალით ათასით.
გიტაცებს
მისი ფერების გამა,
ვარდების
ქროლვა ცად უსასრულო,
და
ვიცი, ერთხელ შენაც იქ მოხვალ,
ჩვენი
ამბავი რომ დავასრულოთ.
ან
გავაგრძელოთ, როგორც გრძელდება
ტარიელის
და ნესტანის ტრფობა,
ჩვენც
უკვდავების ფრთები შევისხათ,
სანამდე
ჟამი სიკვდილის მოვა.
No comments:
Post a Comment