Sunday, October 3, 2021

მოვდივარ, მომაქვს...(სატრფიალო)

მოვდივარ, მომაქვს სურნელი ყვავილიანი მინდვრების

ფრთებს გავშლი, მერე ღრუბლებში, როგორც მზის სხივი ვირწევი,

თავზე დაგაყრი გვირილებს, ვაჟო, რა იყო, ვერ მიცან?!,

მოეფინება მთა-ველებს ჩემი სურნელი, ჩემი ხმა.

აფროდიტა ვარ, ლამაზი, ვიშვი ზღვებისა ქაფიდან,

თეთრი ვარ, როგორც ფურცელი,  ზედ შენს ლექსებსაც დაიტან,

დღეს სიყვარულის ჟამია, ვით სირინოზი გიმღერი,

მოვდივარ, მომაქვს სურნელი ყვავილიანი მინდვრების!.

 

 

 

No comments:

Post a Comment