შენზე ფიქრები დამათოვს ახლაც,
თითქოს გელი და აღარც კი გელი,
მზე რომ ჩასულა, დაისის კართან.
იქ ლურჯ ღრუბლებში გჩემობდი ფიქრში,
იქ ჰორიზონტზე ოცნება დარჩა,
ახლა როგორღა მოგიხმო, ჩემო,
თუ კი უზიხარ სხვას სასთუმალთან.
და იწელება დღეები ჩუმი,
სულის ფორიაქს თუ უსმენ, ჩემო,
მოგიხმობ ისევ დაისის კართან,
და ისევ როგორც ჩემიანს გჩემობ.
No comments:
Post a Comment