თუ კი გიყვარვარ, იქნება მიხვდე,
უნდო გამხდარა დღეცა და ღამეც,
აფორიზმივით სულში ვატარებ,
გიყვარდეს, მაგრამ ნაცარში მალე.
დრო როცა მოვა, იქნებ აალდეს,
ნაღვერდალიდან ავარდეს ცეცხლი,
დღეს კი ქუჩებში ჩამომდგარ ღამეს
ჩემს სამწუხაროდ ვერაფრით შევცვლი.
No comments:
Post a Comment