Sunday, October 3, 2021

გამიხსენი შენი გულის კარი (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

შენს მკერდს მინდა შევაფარო თავი,

გამიხსენი შენი გულის კარი,

ფანჯარასთან აბუზული ვზივარ,

გთხოვ, რომ მომცე საკენკი და ბინა.

სულ ყოველთვის არ იქროლებს ქარი,

გათენდება სხივიანი დილაც,

ახლა გახსენ შენი გულის კარი,

შემიფარე, არ დამაზროს ყინვამ.


No comments:

Post a Comment