Thursday, October 7, 2021

მსურს (სატრფიალო)

მსურს ნაზი შეხება მე შენი თითების

დაკოცნა მზესავით ცხელი და მწველი,

სადღაც სხვა ველიდან მიყურებ, მიღიმი,

მიწვევ და ჯადოსნურ ბაღებში მელი.

იქ, სადაც ყვავიან ველური ვარდები,

იქ, სადღაც ღრუბლებში მზეწვია ნავარდობს,

ჩამკიდე ხელი და ჩვენც ზეცას ვეწვიოთ

ჩემს ლამაზ სიყვარულს მხოლოდ იქ გაგანდობ.








No comments:

Post a Comment