Monday, October 4, 2021

მოხეტიალე აისბერგი ანარეკლით . ( ლექსი ~ ბუმერანგი .) ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

მოხეტიალე აისბერგი ანარეკლით

(ლექსი -- ბუმერანგი)

1,სხვას თუ კი მრავალს ბედი ზედ ათოვს,

მე რად არა ვარ მისი რჩეული...

მათი ვარსკვლავი თუ წყვილად ნათობს,

ჩემი რად ბჟუტავს მუდამ ეული?!

2.სულიც მიბორგავს, შმაგი თერგივით, --

ოდითგან სითბოს გადაჩვეული...

მოხეტიალე აისბერგივით დავალ

და დამაქვს ცივი სხეული.

-----------------------------

ანარეკლი

2.დავალ და დამაქვს ცივი სხეული,

მოხეტიალე აისბერგივით...

ოდითგან სითბოს გადაჩვეული, --

სულიც მიბორგავს შმაგი თერგივით.

1.ჩემი რად ბჟუტავს ნეტავ ეული,

მათი ვარსკვლავი თუ წყვილად ნათობს...

მე რად არა ვარ მისი რჩეული,

სხვას თუ კი მრავალს ბედი ზედ ათოვს?!

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თელავი, (ფხოური კოშკი)

მე-20 საუკუნე

No comments:

Post a Comment