მინდა
ტყეში რომ დავანთოთ ცეცხლი,
შემოვუსხდეთ
მოგიზგიზე კოცონს,
შენ
მომიყვე ლეგენდები ძველი,
სადღეგრძელოც
შენი თქმული მომწონს.
გავიხსენოთ
დრო ბავშვობის წრფელი
და
პირველად შეგვიყვარდა როდის,
რომ
დრო ძალზე უსაშველოდ გარბის
და
ზამთარიც ისე სწრაფად მოდის.
მერე
მივწვეთ ჩამქრალ ცეცხლთან ახლოს,
შენ
შემომხვევ შენს ღონიერ მკლავებს,
ჩავიძიროთ
ლაბირინთში ღამის,
გამოსასვლელს
ხომ იპოვი მაინც...
No comments:
Post a Comment